Conflict Reporting

wqfrqf
<object width="425" height="334"><param name="movie" value="http://www.dailymotion.com/swf/"></param><param name="allowfullscreen" value="true"></param><param name="wmode" value="opaque"></param><embed src="http://www.dailymotion.com/swf/height%3D%22381%22%26gt%3B%26lt%3Bparam" width="425" height="334" allowfullscreen="true" wmode="opaque"></embed></object>

9 აპრილი ტელევიზორის ეკრანთნ
ქეთი თოდუა

ანა დავითაშვილი

სალომე ხინთიბიძე

აქციაზე წასვლა თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია. მოქალაქეები თვითონ ირჩევენ შუერთდებიან მომიტინგეებს, თუ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს მედიის საშუალებით შეიტყობენ.

4 წლის გუგა დილიდან სახლში დაბორიალობს. არც გარეთ გაჰყავს ვინმეს, სასეირნოდ,  არც საბავშვო ბაღში წაიყვანეს. წუხელვე გააფრთხილეს ხვალ დასვენებაა და ბაღში არ მიდიხარო. დილით მაინც მოითხოვა წაყვანა, მაგრამ უმცირესობაში აღმოჩნდა და მისი მოთხოვნა უყურადღებოდ, ურეაქციოდ და  უპასუხოდ დატოვეს. ისღა დარჩენია ხალიჩაზე სათამაშოების ყუთი წამოაპირქვაოს და ისე გაერთოს, როგორც შაბათ-კვირას ერთობა ხოლმე. არადა იცის, შაბათი, დღეს რომ დაიძინებს, მერე რომ გაიღვიძებს და კიდევ დაიძინებს და გაიღვიძებს, მაშინ არის. ყუთიდან სათამაშოების გადმოყრაც აუკრძალეს. “ერთი აიღე და იმით ითამაშე, ხომ არ შეიძლება ყველგან შენი სათამაშოები ეყაროს.”

როგორც ჩანს მოსაწყენი დღე იქნება გუგასთვის.

12 საათი. “კურიერი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას თბილისის ქუჩებში ხალხმრავლობაა, მოქალაქეები დილიდან სხვადასხვა უბნენში იკრიბებიან პარლამენტის შენობისკენ წასასვლელად. რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია…”

“გუგა ტელევიზროს მოეცალე და პულტი მომიტანე”……

დღეს ნამდვილად არ არის გუგას დღე.

“მაესტრო,” “უკომენტაროდ” წუხელ პარლამენტის შენობაში სპეც დანიშნულების რაზმი შეიყვანეს, Dდღეს დილით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის უსაფრთხოებაც მათ ჩააბარეს.

“სპანჩ ბობი” დაიწყო, გუგას უთხრეს, რომ მის ტელევიზორში არ აჩვენებს. სულ მალე მიტინგი დაიწყება. გუგა ისევ ხალიჩის გარშემო სცემს ბოლთას.

ნინო, გუგას დედა, “მომიტინგეთა თაობას”  მიეკუთვნება. თავად ასე უწოდებს უნივერსიტეტის მეგობრებს. არაერთ დემოსტრაციაში მიუღია მონაწილეობა სტუდენტობისას. 1989 წლის 9 აპრილს, მაშინ როცა რუსეთის არმიამ მშვიდობიანი დემოსტრანტები დაარბია,  იქ არ ყოფილა, იყო წინა დღეს, იყო იმ დილითაც, მაგრამ მაშინ  არ ყოფილა.

“მახსოვს სახეები იმ ადამიანებისა, ვისაც 9 აპრილამდე ერთი დღით ადრე შევხვდი. შევხვდი, ვესუბრე, ახლა კი ძლივს თუ მიხვდებით ვინ-ვინ იყო. ამ ტრეგედიის შემდეგ არც ერთი 9 აპრილი არ დამდგარა იმ ადამიანების ხსოვნისთვის არ მიმეგოს პატივი. ჩემთვის 9 აპრილი არც გამარჯვების დღეა და არც დამოუკიდებლობის. მომიტევოს ყველამ, მაგრამ ტრაგედიაა, ცრემლის დღეა. რა უჭირთ მათ, ვინც არ იცნობდა დაღუპულებს, ან ვინც ზემოდან ადევნებდა თვალს, როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, ეს მათთვის, საბოლოო ჯამში, სტატისტიკა იყო, ჩვენთვის_ტრაგედია. იმ ხალხს, მათი სახელის უკვდავსაყოფად, 9 აპრილის გამარჯვების დღედ გამოცხადება ვერ უშველის. კითხვებზე, რომელიც მაშინ დაისვა, პასუხი დღემდე არ არსებობს.”

მიტინგზე  არც “ვარდების რევოლუციის” დროს ყოფილა.  ბევრის ნახვისა და გაანალიზების შემდეგ, Dდღეს მიტინგებს მხოლოდ შორიდან უყურებს. ტელევიზიის საშუალებით. ფიქრობს, რომ მოსახლეობას ეს დაავადებად ექცად და ამ სენისგან ვერ განიკურნა. რაღაც კეთრის მსგავსი. შორიდან რომ შეხედავ და შეგძულდება. ახლოს მიხვალ და გადმოგედება. დასნეულდები და “იმათიანი” ხდები, მერე ყველა გესიმპათიურება, ყველასი გესმის, შენც მიჰყვები ინერციით, იმას რასაც ტელევიზორთან მჯდომი შეიძლება აპროტესტებდე. “გინდა არ გინდა თავად ხლეჩ საზოგადოებას ორად. ჩნდებიან ოპოზიცონერები და “მიშისტები”. დღეს ხომ ჩვენც ასე ვეძახით. ხალხი ახლაც გაყოფილია. ჩემთვის ეს მიტინგი 9 აპრილის შეურაცხყოფაა. თითის დაქნევაა, მოდით ხალხნო, ახლა მე უნდა გავხდე პრეზიდენტიო, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. იქ დგომა არ მინდა.”

იმ ხალხს, ვინც სახლში ამჯობინებს დარჩენას, საკუთარი საქციელის დასასაბუთებელი არგუმენტები აქვთ. ზოგიერთი აქციაზე წამოყენებულ მოთხოვნებს არ ეთანხმება, ზოგს აქციების ლიდერები არ მოსწონს. ნაწილი კი სხვადსხვა გარემოების გამო შეიძლება ვერ ახერხებდეს წასვლას.

მეორეკურსელ თათიას მშობლები არ აძლევენ ნებას საპროტესტო აქციაზე წავიდეს: ,,რაც ოპოზიციამ დაასახელა აქციის თარიღად 9 აპრილი დაასახელეს, მას შემდეგ ვამბობდი, რომ ამ აქციაზე წავიდოდი. 7 ნოემბერსაც ვიყავი ხალხთან ერთად. 9 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე, მშობლებმა გამომიცხადეს არსად არ წახვალო. პროტესტი გამოვთქვი, მაგრამ მაინც არ მომცეს წასვლის ნება. გაპარვას ვაპირებდი, თუმცა გადავიფიქრე. სახლში ვიჯდები და ტელევიზიით ვადევნებ თვალ-ყურს მიმდინარე მოვლენებს. აქცია, ალბათ, ერთ დღეში არ დამთავრდება. ჩემი მშობლები თუ დარწმუნდებიან, რომ მომიტინგეების დარბევას არავინ აპირებს, სხვა დღეებში გამიშვებენ.”

თათიასგან განსხვავებით, სტუდენტ დათო გილაურს მშობლები აქციაზე წასვლას არ უშლიან. 9 აპრილი დასვენების დღეა და მას არც სასწავლო პროცესი არ უშლის ხელს აქციაზე წასვლაში. მას თავად არ აქვს სურვილი აქციის მონაწილე გახდეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად დათო თავად აქციის ორგანიზებას ასახელებს. იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არც ჰყავს ისეთი ლიდერი, რომელიც ხალხს დაიმორჩილებს და აქციას სწორად წარმართავს.

,,ჩემი აზრით, თუ  გვინდა როგორმე მივუახლოვდეთ დასავლეთს და გავხდეთ დემოკრატიული სახელმწიფო, არ შეიძლება ყოველ 5 წელიწადში  რევოლუციური რეჟიმი იყოს სახელმწიფოში. როგორი ცუდი პრეზიდენტიც არ უნდა გვყავდეს, მას აქვს კანონმდებლობით მიცემული ვადა და იმ ვადის ამოწურვამდე უნდა იყოს თანამდებობაზე. არჩევანის გაკეთებისას უნდა დავფიქრდეთ კარგად, რომ მერე არ ვუძახოთ პრეზიდენტს წადი, წადიო.

მე მივესალმები აქციებს, რადგან მთავრობა უფრო ფხიზლად იქნება და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. თუმცა, არ შეიძლება აქციას ჰქონდეს ერთადერთი მიზანი – ვინმეს გადაყენება.  ჩვენს ოპოზოციას კი ზუსტად ასეთი მოთხოვნა აქვს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი თავიანთ სკამებზე ფიქრობენ.  სწორად ამიტომ არ წავედი აქციაზე და კიდევ არის ერთი მიზეზი……”

ეს ერთი მიზეზი ნინო ბურჯანაძეა. დათო გილაური ოპოზიციის არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს ბურჯანაძესთან გაერთიანებას. ,,ეს გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა, რადგან მათ დაფინანსება უნდოდათ და ბურჯანაძემ დააფინანსა კიდეც.”

ირმა მაისაია 1989 წლის 9 აპრილს აქციაზე იყო. 2009 წლის 9 აპრილს წასვლას არ აპირებს. ,,სულ სხვა ბრძოლა იყო 1989 წელს. დღეს კი, ჩემი აზრით, მხოლოდ თანამდებობისთვის მიდის ბრძოლა. ჩვენ დამოუკიდებლები ვიყავით მიშამდე და მიშას მერეც ასე დავრჩებით,” – ამბობს ირმა. იგი დაიღალა უკვე აქციებით და ამიტომ სახლში დარჩენას ამჯობინებს. თუ დააინტერესებს რა ხდება აქციებზე, ტელევიზორში ნახავს:

,,ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი მიტინგიც იყო. დღეს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ოპოზიციაში იმ პიროვნებას და ძალას, რომელიც გაამართლებს. ბევრჯერ შევცდი და ვფიქრობ, რომ საკმარისია. შევცდი, როდესაც სააკაშვილს მივეცი ხმა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ვხედავ უკეთეს ალტერნატივას. დღეს შეიძლება უფრო მეტი თუ არა ნაკლები პრობლემა არ გავქვს, მაგრამ ის სულისკვეთება აღარ არის, რაც სხვა აქციების დროს ჰქონდა ხალხს. რაც თუნდაც, 1989 წლის 9 აპრილს ჰქონდათ. დაიღალა საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან დავიღალე.  ვხედავ კონკრეტულ ადამიანს ან ჯგუფს, რომელსაც ვენდობი და გავყვები.”

ხალხი უკვე შეიკრიბა პარლამენტთან. გაზქურა ჩაქრა, სარეცხი მანქანა გამოირთო. Fფინჯანი ყავა, სიგარეტი. გუგა ისევ ოთახში დარბის. ნინო არხიდან არხზე რთავს და ყველგან თითო წინადადებას უსმენს. გუგამ სათამაშოების ყუთი გადმოატრიალა, მაგრამ მისი  ქმედება არავის გაუპროტესტებია, როგორც ჩანს დედამ ვერაფრი დაინახა.

დაიწყო…. სახლი ხმაურმა გააყრუა. ხმაური გუგას ყურსაც მისწვდა და გაფართოებული თვალებით, გაბრწყინებული სახით გამორბის მისაღები ოთახიდან ტელევიზორისკენ.  ეტყობა, რომ მასაც მოსწონს. ქაოსი. ბევრი ხალხი და შემაღლებულ ადგილას  კმაყოფილი სახეებით მდგარი ბიძები და დეიდები.

გუგამ მაინც ვერ გაიგო რატომ არ არის ბაღში როცა, არც შაბათ-კვირაა და არც სიცხე აქვს, რატომ არ აჩვენებს დღეს მისი ტელევიზორი “სპანჩ ბობს”. მაგრამ ახლა მაინც კმაყოფილია.

მომიტინგეებს უკვე ნინო ბურჯანაძე მიმართავს.. სტვენას, ხმაურს ოვაციებს, გუგა სახლიდან უერთდება. “საქართველო, საქართველოს” ძახილით უკან უკან მიდის, დასაჯდომს ეძებს, ისე, რომ უკან არც კი იყურება. ნინომ კიდევ ერთი ღერი მოსწია, ხელი ჩაიქნია და სამზარეულოში გავიდა. “არაფერიც არ იქნება, შესცივდებათ და წავლენ” ეზოში უცნაური სიჩუმეა. ვინ სად არის წასულ-წამოსული გაუგებარია. ის კი ცხადია, დღეს არც დომინოს თამაშობს ვინმე და არც სველი სარეცხით მოწუწულ ფანჯრებზე ჩხუბობენ მეზობლები. დახურული ფანჯრებიდანაც კი მომიტინგეთა ხმაური გამოდის.

გუგა აღარ თამაშობს, ახლა ხალიჩაზეა მოკალათებული. ტელევიზორის პულტი უდევს შორიახლოს, მთავარია ტელევიზორი არავინ გადართოს. რასაც ახლა უყურებს, ისეთი სახე აქვს არაფერზე გაცვლის, ვერც ერთი მულტფილმი შეედრება იმ სანახაობას, რასაც ბავშვი უდიდესი ინტერესით უყურებს. რაზე ფიქრობს, რას ხვდება და რას ვერ ხვდება ამაზე პასუხის გაცემა, ალბათ, თავადაც გაუჭირდება…….